შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის ვიზიტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

2019 წლის 22 თებერვალს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილეს რამაზ კვარაცხელიას, აკადემიურ პერსონალსა და დაწესებულების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღნიშნული ვიზიტი აკადემიური სფეროს წარმომადგენელთათვის, განათლების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას ემსახურება.

ფონდის დირექტორმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო  მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები. წარადგინა ფონდის ახალი პროექტები და ინიციატივები, რომელთა განხორციელება იგეგმება 2019 წელს.