ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ მეფე ერეკლეს შესახებ ლექცია წაიკითხა „კრწანისობის“ დღესასწაულზე
24 სექტემბერს, ტრადიციულ დღესასწაულთან - “კრწანისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა 300 არაგველის სახელობის სკვერში. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაბა სამუშიამ წაიკითხა სამეცნიერო-პოპულარული ლექცია მეფე ერეკლესა და კრწანისის ბრძოლის შესახებ. მან ისაუბრა ერეკლე მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, იმდრონდელი საქართველოს რთულ საშინაო და საგარეო ვითარებაზე, კრწანისის ბრძოლის მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე.