შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გრანტიორთა და ყველა დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან   გამომდინარე,  მისი პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით,  რუსთაველის  ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შეზღუდულია მოქალაქეთა დაშვება,  ფონდის გრანტიორებს, ყველა დაინტერესებულ პირს  მოგმართავთ თხოვნით, ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაციის, ინფორმაციის მოსაწოდებლად  მაქსიმალურად გამოიყენოთ  კომუნიკაციის დისტანციური, ელექტრონული ფორმატი!

ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაციის, მათ შორის დაფინანსებული გრანტების ანგარიშის შემოსატანად ძირითადად გამოიყენება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული eflow  და eDocument სისტემები. 

შექმნილი ვითარებიდან  გამომდინარე, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დაადგინა  (გენერალური დირექტორის 2020 წლის 23 სექტემბრის  N52 ბრძანება) საქმისწარმოების განსხვავებული წესი:

  1. ფონდში დოკუმენტების მიღება და გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის - chancellery@rustaveli.org.ge გამოყენებით, ან მატერიალური ფორმით (მათ შორის „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით) ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
  2. ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული დოკუმენტების მიღება ხორციელდება ფონდის ადმინისტრაციული და იურიდიული დეპარტამენტის საქმისწარმოებაზე განპიროვნებული პირების  მიერ, დოკუმენტების ჩამოტვირთვისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის eflow-ს სისტემაში დარეგისტრირების გზით.
  3. ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული მოქალაქეთა განცხადებები/წერილები და თანდართული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენილი უნდა იყოს დასკანერებული ხელმოწერილი, გამოგზავნილ შეტყობინებაზე მიბმული სახით. სხვა შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია საქმისწარმოებაზე განპიროვნებული პირების მიერ არ დარეგისტრირდება.
  4. ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული იურიდიული პირების განცხადებები/წერილები და თანდართული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებული და ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისი იურიდიული პირის ოფიციალურ სატიტულო  ფურცელზე/ბლანკზე.
  5. ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ დოკუმენტებთან დაკავშირებით  ელექტრონული დოკუმენტბრუნვის eflow-ს სისტემაში მომზადებული პასუხები საქმისწარმოებაზე განპიროვნებული პირების მიერ, ჩამოიტვირთება და იგზავნება  სათანადო ადრესატებთან შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე.
  6. ფონდში მატერიალური ფორმით, მათ შორის საქართველოს ფოსტის მეშვეობით შემოსული დოკუმენტები მიიღება, რეგისტრირდება და მათზე პასუხები მატერიალური ფორმით გაიცემა მხოლოდ ორშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო თუ აღნიშნული დღე ემთხვევა  საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უქმე დღეს -მომდევნო სამუშაო დღეს.
  7. მოქალაქეთა განცხადებები/წერილები და თანდართული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მატერიალური ფორმით შესაძლებელია განთავსდეს ფონდის შენობის პირველ სართულზე არსებულ სპეციალურ ყუთში.

ფონდი იმედს გამოთქვამს, რომ გამწვავებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გაგებით მოეკიდებით ზემოაღნიშნულ წესებს, რაც შეძლებისდაგვარად დაიცავს როგორც გრანტის მიმღებ პერსონალს, ასევე  ფონდის თანამშრომლებს.