შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის ხელმძღვანელობის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენ. დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს (BMBF-Bundesministrerium fur Bildungund Forschung), გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროს (BMWi-Bundesministerium fur Wirtschaft und Energie), გერმანიის ZIM (Zentrales Inovationsprogramm Mittelstand) ფონდის და განახლებადი ენერგიების კონსორციუმის “ეკლარიონის” (ECLAREON) ოფიციალური მიწვევით იმყოფებიან ბერლინში.

ფონდის გენერალურ დირექტორი შეხვდა ZIM-ის მენეჯმენტ კომპანიის (AiF Project GmbH) პროექტების მენეჯერს დოქ. ფელიქს რიხტერს. შეხვედრაზე განიხილეს ZIM-ის და რუსთაველის ფონდის ერთობლივი პროექტის დაწყების შესაძლებლობა გამოყენებითი კვლევების მიმართულებით. გერმანულმა მხარემ სრული მზადყოფნა განაცხადა რუსთაველის ფონდთან უახლოეს პერიოდში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისა და პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის შესახებ.

ფონდის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიების კონსორციუმის “ECLAREON”-ის მიერ ორგანიზებულ პროექტების პრეზენტაციაში, რომელშიც მონაწილეობდა 20-მდე გერმანული, შვეიცარიული, ფრანგული, ლიხტენშტეინის და სხვა ქვეყნებიდან კომპანიის ხელმძღვანელები. ზვიად გაბისონიამ კომპანიებს წარუდგინა რუსთაველის ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია და ისაუბრა ევროკავშირის კომპანიების მონაწილეობის საჭიროებაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტებში და სამეცნიერო კვლევების დაფინანსებასთან დაკავშირებით.