შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი - „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები - საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა“

2019 წლის 4 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები - საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა“ -  შედეგების პრეზენტაცია.

პროექტის ხელმძღვანელმა, ვასილ გონაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის  ძირითადი მიზნები, ამოცანები, თემატიკა და შედეგები. მან ასევე ისაუბრა ნაშრომის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომლები და სტუდენტები.