შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის შეთავაზება უმაღლეს სასწავლებლებს/სამეცნიერო კვლევით ცენტრებს - თანამშრომლობა ,,ელსევიერის’’ საგამომცემლო სახლთან

2019 წლიდან, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით, საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებს და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ  Elsevier-ის სისტემაში და უფასოდ ჰქონდეთ  წვდომა  ბაზებზე- Scopus და Science Direct,   რაც მისცემთ შესაძლებლობას,  უსასყიდლოდ  ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, აბსტრაქტები)  კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.

აღნიშნულ ბაზებზე წვდომა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მეცნიერთათვის უახლესი ელექტრონული სამეცნიერო ბაზებისა და პუბლიკაციების წვდომის უზრუნველყოფისა და შესაბამისად ადგილობრივი სამეცნიერო ადამიანური რესურსების განვითარებისათვის,  ასევე საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობისათვის და მეცნიერების პოლიტიკისა და მენეჯმენტის სფეროში ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საფუძველზე პროგრესული პოლიტიკის ეფექტური განხორცილებისათვის.

დაინტერესების შემთხვევაში,  გთხოვთ, დარეგისტირდეთ არაუგვიანეს 6 თებერვლის, 17:00 საათისა.  

 

იხილეთ რეგისტრაციის ბმული

 

საკონტაქტო პირი:

მირანდა თედეშვილი

mtedeshvili@rustaveli.org.ge

0322 200 220 (4017)