ფონდის წარმომადგენლების შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართეს დაინტერესებული პირებისთვის ფონდის სახელმწიფო საგრანტო კონკურსებისა და პროგრამების შესახებ. ინფორმაციის მიწოდების მიზნით. შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების განვითარების დეპარტამენტის უფროსსმა გიორგი ღვედაშვილმა.
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს ესაუბრა საგრანტო კონკურსების მიზნებისა და ძირითადი მოთხოვნების, პირობების შესახებ.
ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან გაბიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ანალიზი ცვლილებათა თეორიის ჩარჩოში, კონკურსის ლოგიკური მოდელი და ეფექტიანობის ასპექტები.
ღონისძიება დამსწრეთა აქტიური ჩართულობით, კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.