ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები
რუსთაველის ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 8 საპროექტო განაცხადი. ტექნიკური ექსპერტიზა გაიარა და შეფასების ეტაპზე გადავიდა რვავე (8) პროექტი. პროექტების შეფასება განხორციელდა ორ ეტაპად: საკონკურსო განაცხადების შეფასება და გასაუბრება. ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ გასაუბრებისთვის შეირჩა 8 აპლიკანტი, რომელთაგან კომისიამ გამოავლინა 2 გამარჯვებული.
ყურადღება!!!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების დადგენილ ვადაში არ წარმოდგენის შემთხვევაში, გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!