ფონდსა და საინფორმაციო სააგენტოს - „ნიუ პოსტ“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა(SRNSFG) და საინფორმაციო სააგენტოს - „ნიუ პოსტ“ შორის, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოება ინფორმირებული იყოს ქვეყნის მეცნიერთა მიღწევებზე. ფონდის საქმიანობა ეფუძნება საქართველოში ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის მეცნიერული კვლევების განვითარებას, სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციას, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევით საქმიანობას, მეცნიერების პოპულარიზაციასა და საქართველოს მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ფონდში დაგროვილი ინფორმაცია საქართველოს მეცნიერთა წარმატებების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. შესაბამისად, საინფორმაციო სააგენტოსთან „ნიუ პოსტ“ თანმშრომლობა ხელს შეუწყობს მეცნიერების მეცნიერების პოპულარიზაციას.