შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“

 

28 მაისს თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ფორუმი -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობენ  ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის წევრები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ  გაიმართა ორი თემატური შეხვედრა: „ეკონომიკა და ბიზნესი – ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის“ და „განათლება და კულტურა“. თემატურ პანელზე  „განათლება და კულტურა“  მომხსენებლებმა  ისაუბრეს  კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის განსაკუთრებული როლის შესახებ, აგრეთვე, ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდის და განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წვლილზე, მიმოიხილეს  საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ  ქართული ენის ცოდნის ამაღლებას და მხარს უჭერს საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. თემატური პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო   ფონდის გენერალური  დირექტორი ჯაბა სამუშია, ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი.