შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფოტო-გამოფენა „საქართველოს მღვიმეებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები: ცოდნის ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები“

27-28 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის: „საქართველოს მღვიმეებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები: ცოდნის ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები“ ფარგლებში, მოეწყო ფოტო-გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იყო მღვიმური სპელეოთემების, მღვიმეებში მიმდინარე კვლევების, მღვიმური უხერხემლო ცხოველების, მღვიმეში მოძიებული განმარხებული ცხოველებისა და პირველყოფილი ადამიანების იარაღების ამსახველი ფოტოები.

პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ შალვა ბარჯაძე, კოორდინატორი: ელისო ყვავაძე, ძირითადი პერსონალი: ნინო ჯაყელი, ნიკოლოზ წიქარიძე, კუკური წიქარიშვილი, ილო გოგიავა, ხოლო დამხმარე პერსონალი: ეთერ მაღრაძე.