შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფუნდამენტური და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსანტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის პროექტებს შეაფასებს აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შვილობილი ორგანიზაცია, სამოქალაქო კვლევების განვითარების ფონდი (CRDF Global).

შეგახსენებთ, რომ შეფასების პროცესში ჩართულ დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი, ცვლილების თარიღი 16.06.2017), კონფიდენციალურია იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას. ამასთანავე, 2017 წლის 16 ივნისს ცვლილება შევიდა "მეცნიერების, ტექნოლოიების და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე/151 მუხლში და დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: "იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.“