შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გაბრიელა პუგლიეზეს შეხვედრა ფონდში

4 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა, საერთაშორისო კოლაბორაცია CMS-ს RPC სუბდეტექტორის ხელმძღვანელ ბარის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორ გაბრიელა პუგლიეზესა (Gabriella Pugliese)  ფონდის გენერალურ დირექტორის ბატონ ზვიად გაბისონიას შეხვედრა.

 შეხვედრაზე ბატონმა ზვიად გაბისონიამ დეტალურად გაააცნო სტუმარს ფონდის მიმდინარე აქტივობები და მომავლის გეგმები. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ფონდის მიერ მჭიდრო და წარმატებულ თანამშრომლობას ცერნთან. ცალკე აღნიშნა ფონდის მიერ CMS ექსპერიმენტში მონაწილე ქართული ჯგუფის მხარდაჭერა, და გამოთქვა მზაობა, რომ მომავალშიც ფონდი გააგრძელებს ცერნში ქართველი მეცნიერების მხარდაჭერას.

პროფესორმა პუგლიეზემ გამოთქვა კმაყოფილება, ფონდის მიერ ცერნში მიმდინარე ექსპერიმენტებში ქართველი მეცნიერების სერიოზულ მხარდაჭერაზე. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ფონდის მიერ დაგეგმილ მომავალის ფართო აქტივობებს, რომელიც  სერიოზული მხარდაჭერაა მეცნიერების მიმართ საქართველოში.

აღნიშნა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფი ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს RPC სუბდეტექტორებში და წარმატებით და მჭიდროდ თანამშრომლობენ CMS ექსპერიმენტის სხვა სუბდეტექტორების ჯგუფებთან.

შეხვედას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის CMS ექსპერიმენტის ჯგუფის წევრები.