შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) არის ევროკომისიის შემადგენელი ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევას, რათა ევროკავშირის პოლიტიკის მიმღებ პირებს მიაწოდოს კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაცია შესაბამისი პოლიტკის გასატარებლად.

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) ეფუძნება 50 წლიან გამოცდილებას და განაგრძობს საქმიანობას შვიდ სამეცნიერო ინსტიტუტზე დაყრდნობით. აღნიშნული ინსტიტუტები ფლობენ კვლევის უნიკალურ ინფრასტრუქტურას. ლაბორატორიები/ინსტიტუტები განთავსებულია ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში.

გაერთიანებულ  კვლევით ცენტრს  დადებითი წლილი შეაქვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის,  უსაფრთხო მობილობის, ინოვაციისა და ზრდის პროცესში.  სპეციალური პლატფორმის - The Science Hub მეშვეობით, ცენტრი თავს უყრის ევროკომისიის სამეცნიერო სფეროში დაგროვილ ცოდნას. ამ პლატფორმის გამოყენებით ხდება ინფორმაციის გაცვლა  სამეცნიერო  აქტივობბათა შესახებ, რომლებიც  გაერთიანებულ  კვლევით ცენტრისა და შესაბამისი კვლევითი ინსტიტუციების ფარგლებში ხორციელდება.

გაერთიანებული კვლევითი ცენტრის აქტივობებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ცენტრის  საინფორმაციო ბიულეტენს.  2015 წლიდან ბიულეტენი გახდა ციფრული და შესაძლებელია მისი ელექტონულად გამოწერა. უახლესი ნომერი ხელმისაწვდომია ბმულზე