შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია მე-2 საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია

2019 წლის 1-5 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს , შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული,  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტეტების  მიერ მხარდაჭერით და ორგანიზებით, მე-2 საერთაშორისო სკოლა კონფერენცია გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019, რომელიც წარმოადგენს  უნივერსიტეტთა შორის  ურთიერთთანამშრომლობის მაგალითს.

აღნიშნულ ღონისძიებას, ესწრებოდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად  გაბისონია, რომელმაც ისაუბრა ბიოტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელობაზე, როგორც სამეცნიერო აღმოჩენების, ისე გამოყენებითი კვლევების კუთხით.

უნივერსიტეტებთან ერთად კონფერენციას უმასპინძლეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ (LMA), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაციამ (GEBA).

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ ზრდას. სკოლა-კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს კვების, ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებებს. 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ ბიოტექნოლოგიის დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევების შედეგებსა და თანამედროვე მიღწევებს.