შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოცხადდა ”2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის“ შედეგები!

კონკურსის ფარგლებში სულ დარეგისტრირდა 223 საპროექტო განაცხადი. ფონდის კანცელარიაში, ვადების დაცვით „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შემოიტანა 215-მა განმცხადებელმა. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 203 პროექტი.

კონკურსში მონაწილე 203 პროექტი შეფასდა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი გაორმაგდა, რის შედეგადაც მეტ დოქტორანტს, მეცნიერებით დაინტერესებულ ნიჭიერ ახალგაზრდას მიეცემა საშუალება გააგრძელოს სამეცნიერო საქმიანობა, გააუმჯობესოს სამეცნიერო კვლევის ხარისხი. თავდაპირველად, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა 400 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო განხორციელებული ცვლილების შედეგად, კონკურსის ბიუჯეტმა 850 000 ლარი შეადგინა.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 11 თებერვლის N05 ბრძანებით დამტკიცებული „2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში რეგისტრირებული პროექტებისათვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესების“ (დანართი 14) შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 86 პროექტი.

 

იხილეთ: რანჟირებული სიები მიმართულებების მიხედვით და ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 4 ოქტომბრის N 129  ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.

 

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 3 სამუშაო დღის ვადაში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).