გამოცხადდა ევროპული კვლევების საბჭოს გრანტი Advanced Grants
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს გრანტის - Advanced Grants გამოცხადების შესახებ.
კონკურსის - ERC Advanced Grants მიზანია მხარი დაუჭროს გამორჩეულ მეცნიერებს, კვლევითი პროექტების ხელმძღვანელებს, რომელთაც მდიდარი გამოცდილება და სანიმუშო სამეცნიერო კარიერა აქვთ. კონკურსში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მეცნიერების ნებისმიერი მიმართულებიდან. გრანტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 2,5 მილიონ ევროს 5 წლიანი პროექტისათვის.
შეგახსენებთ, რომ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 აგვისტო.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროგრამა ჰორზონტი 2020-ის მონაწილეთა პორტალზე (Participant Portal) და ევროპული კვლევების საბჭოს მიერ შემუშავებულ სპეციალურ გზამკვლევში - ინფორმაცია აპლიკანტებისათვის.
ასევე, ხელმისაწვდომია მასალა ხშირად დასმული შეკითხვების საფუძველზე.