გამოცხადდა ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი
ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა: UFG
კონკურსის მიზანი :
- საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და საფრანგეთს შორის;
- სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების გავლის გზით საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მხარეთა ერთობლივი ჩართულობისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა დოქტორანტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- პროექტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2 თვეს.
- ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად შეარჩევენ და მხარს დაუჭერენ დოქტორანტურის საფეხურზე სამი მიწვეული მკვლევრის სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში.
- პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას.
- მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი მენტორის აყვანას, რომელიც იქნება შესაბამისი სფეროს მკვლევარი.
- კონკურსის დაფინანსებას უზრუნველყოფენ ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად.
- ერთი გამარჯვებული მიწვეული მკვლევრის დაფინანსება შეადგენს 2,100 (ორი ათას ასი) ევროს ეკვივალენტს ლარში.
- მინიჭებული სტიპენდია ფარავს საცხოვრებლის, ავიაბილეთის (ორი მიმართულების) და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 22 მაისი - 20 ივნისი 16:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge
ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში - „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა – 2025 წლის 25 ივნისი 17:00 საათამდე.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №23/ნ
ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 22 მაისის N65 ბრძანება
ფონდსა და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმება (ქართული და ინგლისური)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:
კონკურსის პირობები - (დანართი 1)
კრებსითი ინფორმაცია - (დანართი 2, ივსება GMUS-ში)
საპროექტო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენაზე (დანართი 3)
კონკურსში მონაწილის ბიოგრაფია (CV) ( დანართი 4, ავტომატურად გენერირდება GMUS-იდან)
„განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (დანართი 5 , ავტომატურად გენერირდება GMUS-იდან)
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრის ბმული განთავსდება მოგვიანებით):
29 მაისი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული
13 ივნისი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორებს:
რუსუდან ჯობავა
ელ-ფოსტა: jobava@rustaveli.org.ge
ტელ: +(995 32) 2 200 220 (4022)
თინათინ კუჭუხიძე
ელ-ფოსტა: t.kuchukhidze@rustaveli.org.ge
ტელ: +(995 32) 2 200 220 (4033)
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!