გამოცხადდა ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრის (იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი (GSI) )ერთობლივი საგრანტო კონკურსი
ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრის ( იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი( HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი ( GSI) ) ერთობლივი საგრანტო კონკურსი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.
კონკურსის აბრევიატურა GHZ
კონკურსის მიზანი
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ( იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი( HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი ( GSI) ) ერთობლივი საგრანტო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ ჰელმჰოლცის ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები
კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლია მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტიდან (ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით);
ჰელმჰოლცის ცენტრისა ( იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი( HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი ( GSI) ) და ფონდის მიერ დაფინანსებულ პირებს საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ ჰელმჰოლცისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში:
1) მათემატიკური მეცნიერებები;
2) საინფორმაციო ტექნოლოგიები;
3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
4) საინჟინრო მეცნიერებები;
5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.
მაგისტრანტებისათვის:
დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან;
კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 934 ევროს ექვივალენტს ლარში.
დოქტორანტებისათვის:
დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით;
კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 1468 ევროს ექვივალენტს ლარში;
დაფინანსების 50%-ს ფარავს ფონდი, 50%-ს ჰელმჰოლცის ცენტრი ( იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი( HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი ( GSI) )
კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 24 ოქტომბერი - 20 ნოემბერი 17:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge
ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში - „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა – 2025 წლის 21 ნოემბერი 17:00 საათამდე.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №120/ნ
ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 24 ოქტომბრის N 165 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
კონკურსის პირობები - (დანართი 1)
კრებსითი ინფორმაცია - თავფურცელი (ნიმუში- დანართი 2, ივსება GMUS-ში).
კონკურსში მონაწილის ბიოგრაფია (CV) (ნიმუში - დანართი 3, GMUS-ის ფორმატი)
„განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში -დანართი 4)
საგრანტო კონკურსში თითოეულ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორს:
თუთა შენგელია , ელ.ფოსტა: Shengelia@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!