შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოცხადდება რუსთაველის ფონდისა და მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

 

გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG) და მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტო (NARD) 2023 წლის 23 მაისს ხელმოწერილი ოქმის „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ საფუძველზე გამოაცხადებს საგრანტო კონკურსს ქართული და მოლდოვური კვლევითი ჯგუფების ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტების მხარდაჭერის მიზნით.

კონკურსის მიზანია გააძლიეროს და განავითაროს სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევით ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლიანობის საფუძველზე.

ქართული და მოლდოვური კვლევითი ჯგუფების მიერ შემუშავებული საპროექტო წინადადებები წარედგინება შესაფასებლად და დასამტკიცებლად ერთდროულად SRNSFG-სა და NARD-ს. პროექტები დამოუკიდებლად შეფასდება და დამტკიცდება ორივე მხარის მიერ საკუთარი წესებისა და რეგულაციების დაცვით.

კონკურსის დეტალები და ინფორმაცია ვადების შესახებ გამოქვეყნდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.