შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოვლინდა 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული პროექტები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის 54 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელი ინიციატივით, 2021 წლის კონკურსის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეადგინა 772 642 ლარი. შედეგად, წელს კონკურსის ფარგლებში თითოეულ სამეცნიერო მიმართულებაში გამოვლენილი უმაღლესი კატეგორიის პროექტების დაფინანსება გახდა შესაძლებელი.

2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში 121 პროექტი მონაწილეობდა. პროექტების შეფასება განხორციელდა 3 ეტაპად, ევროპის სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC).

პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე თითოეული პროექტი შეაფასა ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. მეორე ეტაპზე კონკურსანტებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და მოემზადებინათ განმარტებითი პასუხები, რაც დასკვნით ეტაპზე საბოლოო შეფასებისას გაითვალისწინეს.

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2021 წლიდან საგრანტო კონკურსებში წარმოდგენილი პროექტების შეფასების პროცედურების უახლესი, უფრო დახვეწილი მიდგომები დანერგა.

ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსის წარმატების ინდექსი წინა წლებთან შედარებით 15-20%-ით გაიზარდა.

 

გთხოვთ იხილოთ: 

  • ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 30 ნოემბრის N 151 ბრძანება 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ. 

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

გამარჯვებულმა ახალგაზრდა მეცნიერებმა საგრანტო ხელშეკრულების დროულად გასაფორმებლად ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ დადგენილ ვადაში!