გამოვლინდა 2025 წლის „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები
2025 წლის „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“ შემფასებელმა საკონკურსო კომისიამ განიხილა კონკურსის ფარგლებში შემოსული 37 პროექტი.
კომისიამ შეაფასა საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტები „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის №1676086 ბრძანებით დამტკიცებული მე-3 ქვეპროგრამის მე-4 მუხლის, მე-14 პუნქტით დადგენილი პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და გამოავლინა დასაფინანსებლად შერჩეული პროექტები.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 11 სექტემბრის №136 ბრძანება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შესახებ.
პროექტის ავტორები საკუთარი პროექტების შესახებ შეფასებების ნახვას შეძლებენ 5 სამუშაო დღეში, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS.