გამოვლინდა 2026 წლის „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები
2026 წლის „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“ შემფასებელმა საკონკურსო კომისიამ განიხილა კონკურსის ფარგლებში შემოსული 34 პროექტი.
კომისიამ შეაფასა საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტები „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის" პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის 2025 წლის 29 დეკემბრის N1857857 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის მე-3 ქვეპროგრამის მე-4 მუხლის, მე-13 პუნქტით დადგენილი, პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და გამოავლინა დასაფინანსებლად შერჩეული პროექტები.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 28 ოქტომბრის № 1538001 ბრძანება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შესახებ.
პროექტის ავტორები საკუთარი პროექტების შესახებ შეფასებების ნახვას შეძლებენ 3 სამუშაო დღეში, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS.