შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოვლინდა „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები!

2021 წლის „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“ კომისიამ დაასრულა მუშაობა. საკონკურსო კომისიამ განიხილა და შეაფასა კონკურსის ფარგლებში შემოსული 64 პროექტი, რომელთათვისაც ფონდიდან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 4,791,232.97 ლარი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბერის №1245475 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მე-9 მუხლის თანახმად საკონკურსო ბიუჯეტია 3,000,000 ლარი.

საკონკურსო ბიუჯეტის გათვალისწინებით კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია 44 პროექტი. აქედან 14 პროექტისათვის მოხდა ბიუჯეტის კორექტირება კომისიის რეკომენდაციისა და პროექტის ავტორის თანხმობის საფუძველზე.

იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 30 აგვისტოს N113 ბრძანება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შესახებ.

დასაფინანსებელი პროექტების ავტორებთან ხელშეკრულებები გაფორმება განხორციელდება სექტემბრის პირველ ნახევარში.