შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოვლინდნენ 2019 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულები!

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის III ეტაპზე გადავიდა 65 საპროექტო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ მოსმენილი პრეზენტაციები შეაფასა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N85 დადგენილებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ფონდის გენერალური დირექტორის 6 აგვისტოს N92 ბრძანებით დამტკიცებული „2019 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის“ შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 4 პროექტი.

იხილეთ:

ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 დეკემბრის N153   ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ

ერთიანი რანჟირებული სია

საკონკურსო კომისიის მიერ III ეტაპზე გაკეთებული შეფასებები აღნიშნული ეტაპის მონაწილეებს გაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით.

ყურადღება !!!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!