შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გენერალური დირექტორის შეხვედრა სდასუ-ს პროფესურასთან

განათლების რეფორმის ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გამართა შეხვედრა სდასუ-ს პროფესურასთან. შეხვედრა გახსნა უნუვერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ ქორიძემ.

ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები. წარადგინა ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რომელთა განხორციელება იგეგმება 2019 წლისთვის. აღნიშნული პრეზენტაციით რუსთაველის ფონდმა დაიწყო შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.