შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Georgian Diaspora Workshop

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის დაფინანსებული პროექტის EaP PLUS ფარგლებში, ამა წლის 17 თებერვალს, სასტუმროში  Courtyard by Marriott გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება „Georgian Diaspora Workshop”. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო  საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ ქართველ მეცნიერებსა და საქართველოში მცხოვრებ მეცნიერებს, სტუდენტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თემატური საკითხების, “ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის, დაგეგმილი კონკურსებისა და სხვა საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა და ხელშეწყობა.

შეხვედრა შედგებოდა 3 სესიისგან, რომელთაგან პირველ სესიაზე მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები, შემდეგი თემატური საკითხების შესახებ:

ზაალ კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების  ცენტრის ხელმძღვანელი (შვედეთი)- ERC საგრანტო კონკურსები და შეფასების სქემები;

 დავით ფრანგიშვილი - ვირუსოლოგი, პასტერის ინსტიტუტის პროფესორი, პარიზი, (საფრანგეთი) - საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობები, „ჰორიზონტი 2020“-ის დაფინანსებული პროექტები;

 გურამ ხელაშვილი - პროფესორი, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი, Strem Chemicals Inc, წამყვანი მეცნიერი და ტექნიკური მარკეტინგის მენეჯერი, (გერმანია) - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მათ შორის ჰორიზონტი 2020-ში მცირე და საშუალო საწარმოების, SME ჩართულობის მნიშვნელობა და როლი;

 დავით ცხაკაია - ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული და პლაზმური ფიზიკის მიმართულებით (ავსტრია) - საერთაშორისო თანამშრომლობა, ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსებული პროექტი EUROFusion;

მერი როგავა - ახალგაზრდა  მკვლევარი, ბონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (გერმანია) -  სამუშაო პროგრამა და ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის შესაძლებლობები;

ხათუნა კახიანი - თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი თეორიულ ფიზიკურ ქიმიაში, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი (გერმანია) - მარია სკლადოვსკა-კიურის კონკურსი, მონაწილეობა და შესაძლებლობები ქართველი მეცნიერებისათვის;

მეორე სესიას უფრო პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა და დაეთმო სამუშაო ჯგუფების მიერ „ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამის, კონკურსების, ქართველი მეცნიერებისა და ინდუსტრიული სექტორის ჩართულობის შესაძლებლობებსა და  სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მესამე, დასკვნითი სესია ე.წ.  მინი საშუამავლო ღონისძიების ფორმატით ჩატარდა, სადაც სამუშაო ჯგუფების მოდერატორებმა შეაჯამეს შეხვედრებზე  გაზიარებული ინფორმაცია, რჩევები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ღონისძიების სამივე სესია გამოირჩეოდა დამსწრე საზოგადოების მხრიდან აქტიური ჩართულობითა და ინტერაქციით.  მონაწილეებმა მიიღეს უამრავი პრაქტიკული რჩევა „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.