შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ღონისძიება „იდეების ღამე“ „ფრანგული ინსტიტუტისა“ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით

28 იანვარს, საქართველოში „ფრანგული ინსტიტუტისა“ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური ღონისძიება „იდეების ღამე“, რომელიც დაეთმო პანდემიის პერიოდში რთული გამოწვევების შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს და მათი აღმოფხვრის გზებს სასკოლო, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო მიმართულებებით. ღონისძიებაზე სიტყით გამოვიდნენ საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, „ფრანგული ინსტიტუტის“, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც მიმოიხილეს ის სირთულეები, რასაც დისტანციური განათლების პროცესში წააწყდნენ და ის მეთოდები, რაც სწავლების პროცესში გამოიყენეს.
ღონისძიებაში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან მონაწილეობდა ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი რუსუდან ჯობავა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ფონდის საქმიანობისა და სამეცნიერო მიმართულებით არსებული ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის შესახებ და ისაუბრა პანდემიის პერიოდში, რთული გამოწვევების საპასუხოდ, ფონდის მიერ შემუშავებული იმ სპეციალური პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ, რაც გულისხმობს კოვიდთან ბრძოლასა და კრიზისულ სიტუაციებში პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეებისა და კონცეფციების განვითარებას ინტერდისციპლინური თანაშრომლობის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით.