შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ღონისძიება „ინტელექტუალური საკუთრების მართვა მეცნიერებაში“

 

ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ - „საქპატენტთან” ერთად ჩაატარა ღონისძიება “ინტელექტუალური საკუთრების მართვა მეცნიერებაში“.

ღონისძიების მიზანია ინტელექტუალური საკუთრების ეფექტური მართვისა და დაცვის, გამოგონების პატენტის მნიშვნელობის წარმოჩენა მეცნიერების, გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების განვითარებაში.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის მნიშვნელობაზე, ამ სფეროში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს მასპინძელი ორგანიზაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ; საქართველოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია და ინდუსტრიალიზაცია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით ფონდის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და საგრანტო კონკურსებზე, პროექტებზე.

ღონისძიება ინტერაქტიულად წარიმართა, გამომსვლელებმა შეხვედრის მონაწილეების მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხეს.