შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ღონისძიება „ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია“

საქართველოს პარლამენტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება თემაზე — „ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია“

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში  მონაწილეებს   სიტყვით მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა,  რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიულოცა 11 თებერვალი — მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე. მან განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა  მეცნიერ ქალთა  მიმართ მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის   განვითარებაში და აღნიშნა, რომ მეცნიერებაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება   ინოვაციური და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის თავმჯდომარემ მაიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური განხილვა — „ბიოტექნოლოგიები საქართველოში – სად ვართ დღეს? ქალთა გამოცდილება ბიოტექნოლოგიებში“, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს დარგის განვითარების თანამედროვე მდგომარეობაზე, სამეცნიერო პოტენციალსა და ქალთა როლის მნიშვნელობაზე ბიოტექნოლოგიების განვითარებაში.

სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში ბიოტექნოლოგიების მიმართულებით  გამორჩეული ღვაწლისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ თინათინ სადუნიშვილსა და მარინე ბარვენაშვილს. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამეცნიერო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.