გივი მიქანაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილე ზვიად გაბისონიასთან ერთად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე პროექტებისა და ფონდის მიღწევების შესახებ.
მინისტრმა თანამედროვე სამყაროში მეცნიერების გამორჩეულ როლზე ისაუბრა და მეცნიერთა საქმიანობის მხარდაჭერის კუთხით ფონდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ ფონდის თანამშრომლებთან ერთად არსებული გამოწვევები განიხილა, მათი საჭიროებები მოისმინა და სამომავლო გეგმები დასახა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ურუშაძე.