გლობალური კვლევების საბჭოს მე-6 წლიური შეხვედრა
2017 წლის 29-31 მაისს ქ. ოტავაში (კანადა) გაიმართა გლობალური კვლევების საბჭოს (Global Research Council –GRC) მე-6 წლიური შეხვედრა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმში. შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ სამეცნიერო ფონდებისა და მეცნიერების დამფინანსებელ სააგენტოებს შორის კავშირებისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ფუნდამენტურ კვლევებსა და ინოვაციებს შორის დინამიური ურთიერთკავშირის გაძლიერების საკითხების განხილვა.
აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობები კვლევების გლობალური საბჭოს სამომავლო ინიციატივებში.
საქართველოს მხარემ მონაწილეობა მიიღო GRC-ს მმართველი ორგანოს ევროპის რეგიონის თავმჯდომარის არჩევნებში.
ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი მანანა მიქაბერიძე შეხვდა გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთის, კორეის, ჩინეთის და პერუს სამეცნიერო ფონდებისა და მეცნიერების დამფინანსებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების პერსპექტივები.