შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გოეთეს ინსტიტუტში საქართველოში გაიმართა საინფორმაციო სემინარი „კვლევა გერმანიაში“

11 ივნისს გოეთეს ინსტიტუტში საქართველოში  სემინარი ჩატარდა გერმანიაში კვლევითი საქმიანობით, შესაბამისი პროგრამებითა და დაფინანსების შესაძლებლობებით დაინტერესებული დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი პროფესორი, დოქტორი ირინე დარჩია  და  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე მანანა მიქაბერიძე.

მოხსენებები წაიკითხეს: თბილისში გერმანიის აკადემიური გაცვლის   სამსახურის წარმომადგენელმა   დოქტორ მარტინ ფრახენტალერმა; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ხიშტოვანმა;  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორ ქეთევან კოტეტიშვილმა; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა, დოქტორმა იოსებ სალუქვაძემ; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა კვლევების დარგში, პროფესორმა გიორგი  ღლონტმა; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დიმიტრი ხოშტარიამ.