გრანტების მენეჯმენტის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები გაიმართა
14 თებერვალს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა გრანტების მენეჯმენტის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები ბაზის მომხმარებელთათვის. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები.
გრანტის მენეჯმენტის ერთიანი ელექტრონული სისტემა (GMUS), გაამარტივებს საკონკურსო განაცხადების მიღებას და დაეხმარება როგორც მეცნიერებს და ექსპერტებს პროფილის, კონკურსების და ექსპერტიზის განხრით, ასევე ფონდის თანამშრომლებს გრანტების შემდგომ მართვასა და პროექტების მონიტორინგში.