შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“ჰორიზონტი 2020”-ის ეროვნული საკონტაქტო პირების ტრენინგი

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, 2018 წლის “მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში“  09:30 – 16:30 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა  ჰორიზონტი 2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირების ტრენინგი (Training for Horizon 2020 NCPs). ღონისძიება გაიმართა მულტილატერალური პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი-პლუსი (EaP Plus)“ ფარგლებში.

დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის წარმომადგენლების, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოს (FFG), EaP PLUS პროექტის კოორდინატორის  - CeRISS, საქართველოში ეროვნული საკონტაქტო პირების კოორდინატორის პრეზენტაციები.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჰორიზონტი 2020-ის ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუციის, სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს ჰორიზონტი 2020-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიულად, აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების დღის წესრიგი. 

ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის შესახებ იხილეთ ბმულზე.