„ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამული კომიტეტის წევრების ტრენინგი კიევში
ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამული კომიტეტის წევრების ტრენინგის შესახებ, რომელიც დაგეგმილია ამა წლის 20-21 მარტს ქალაქ კიევში, უკრაინაში.
აღნიშნული ტრენინგი ხორციელდება ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსებული პროექტის EaP PLUS -ის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრა იმართება უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რეგიონალური და საერთაშორისო STI სწავლებისა და მხარდაჭერის ცენტრის (CeRISS), ინფორმაციული და სამეცნიერო განვითარების რეგიონალური ცენტრის (RCISD) და უკრაინა-ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის საინფორმაციო ცენტრის (NIP Ukraine) ორგანიზებით და მასში მონაწილეობენ ჰორიზონტი 2020-ის პროგრამული კომიტეტის წევრები - საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ახლად ასოცირებულ ქვეყნებს შორის (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა) „ჰორიზონტი 2020“-ისა და პროგრამული კომიტეტის წევრებს შორის აღნიშნული საქმიანობის შესახებ ინფორმირებასა და ტრენინგს. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორისაა „ჰორიზონტი 2020“-ის საქმიანობის მიმოხილვა, პროგრამული კომიტეტის წევრების ფუნქციები, მოსამზადებელი სამუშაოები ეროვნულ დონეზე და „ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამების მომზადების პროცესში ჩართულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთანავე, შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია მონაწილე დელეგატების მიერ ეროვნულ დონეზე არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა და პოზიციონირება.
სამუშაო შეხვედრა რამდენიმე სესიას მოიცავს, ტრენინგებს ევროკავშირის წევრი (ავსტრია, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი) და სხვა ასოცირებული ქვეყნების (ნორვეგია, სერბეთი, თურქეთი) დელეგატები გაუძღვებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.