შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჰორიზონტი 2020 - ის საინფორმაციო დღე

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის დაფინანსებული პროექტის EaP PLUS-ისა და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, 2017 წლის 21 ნოემბერს, სასტუმრო Courtyard by Marriott-ში გაიმართა ჰორიზონტი 2020 - ის საინფორმაციო დღე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და ახალგაზრდა მკვლევრები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰორიზონტი 2020-ის ახალი სამუშაო პროგრამა (2018-2020 წლებისთვის) და მის ფარგლებში გამოცხადებული სხვადასხვა თემატური კონკურსი, მონაწილეობის პირობები, საპროექტო წინადადების შეფასების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო SPIRE-ის (Sustainable Process Industry) - ის კონკურსებსა და მათში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) ჩართულობის პრიორიტეტულობას. ამ მიმართულებით შეხვედრაზე მოხსენებები წარადგინეს ჰორიზონტი 2020-ის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა (NCP) ნატალია შათირიშვილმა და SPIRE-ის საკონტაქტო პირმა, მარიტა არაბიძემ.

საინფორმაციო დღის მომხსენებელთა შორის იყვნენ ინფორმაციული და სამეცნიერო განვითარების რეგიონალური ცენტრის (RCISD, უნგრეთი) სამეცნიერო ხელმღვანელი პროფესორი ბელა კარდონი და საერთაშორისო ექსპერტი ადამ დავიდი, რომელთაც მიმოიხილეს ჰორიზონტი 2020-ის ფინანსური და იურიდიული საკითხები,  EaP PLUS-ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი Grants for Networking  და სხვ. ასევე აღსანიშნავია, რომ მომხსენებელთა შორის იყო გერმანიაში მოღვაწე, მაქს პლანკის უჯრედის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ კურცხალია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას შეეძლო მომხსენებლებისთვის სხვადასხვა საკითხზე შეკითხვების დასმა. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქტივობით შეხვედრის მესამე, დასკვნითი სესია გამოირჩეოდა, რომელიც ჰორიზონტი 2020 - ის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ წარიმართა და სამუშაო პროგრამიდან სამ პრიორიტეტულ მიმართულებას დაეთმო (ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა ( NCP მაია ოკუჯავა); ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (NCP გივი ქოჩორაძე); საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო და ზღვის კვლევები და ბიოეკონომიკა ( NCP ვლადიმერ ელისაშვილი).

საინფორმაციო დღის მასალები იხილეთ ბმულზე