შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის შესარჩევი ტურები გაიმართა

 

9 და 10 მაისს,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IOI 2026) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 30 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 2026 წლის ინფორმატიკის 38-ე  საერთაშორისო ოლიმპიადა IOI 2026 9-16 აგვისტო, ქალაქი ტაშკენტი -  უზბეკეთში ჩატარდება.