შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაში მიღწეული წარმატების შესახებ. U.S. News & World Report-ის 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 359-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის 2018 წლის ვერსიის კვლევებში მსოფლიოს 74 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტია შესული. საქართველოს უნივერსიტეტებიდან რანჟირებაში მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ულოცავს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.