შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ივნისის თვის ვებინარებისა და საჯარო ლექციების ვიდეო მასალა

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა, ბიოლოგმა, მეცნიერების, გარემოს დაცვის, განათლების და განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ბუთხუზმა რუსთაველის ფონდის გრანტიორებისთვის, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩაატარა ვებინარი „თინეიჯერი-მეცნიერება, გარემოს დაცვა და ზოგადი არჩევანი, როგორც ასეთი“.

იხილეთ ბმული

14 ივნისი -  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა მოსწავლეებისთვის, სხვადასხვა ასაკის დაინტესებული პირებისთვის ჩაატარა ინტერაქტიული ონლაინ ლექცია „კიბერ უსაფრთხოება და დისტანციური მუშაობა"

იხილეთ ბმული

19 ივნისი -  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით  გაიმართა  ონლაინ ლექცია  „მედიცინა  და ხელოვნება”, რომელიც   ფონდის გრანტიორმა,    მედიცინის დოქტორმა,   პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებულმა  პროფესორმა  და ფიზიოლოგია-ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ- თანამშრომელმა  გელა ბესელიამ ჩაატარა.

იხილეთ ბმული:

ნაწილი I

ნაწილი II