შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობა

ა.წ. მაისის თვეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იულიხის კვლევით ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც ხელი მოეწერა გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობის განახლებულ შეთანხმებას. შეხვედრების მიზანი იყო სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის სამომავლო გეგმების განხილვა, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს მეცნიერთა სამშობლოში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და კვლევით უნივერსიტეტებში დაბრუნების ხელშეწყობა. ქართული დელეგაცია შეხვდა გერმანიის განათლებისა და კვლევის, ასევე ეკონომიკური განვითარების ფედერალურ მინისტრებს, გერმანიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს. აგრეთვე, ჩატარდა შეხვედრები SMART|EDM_lab ლაბორატორიასთან დაკავშირებით და შედგა სამუშაო ვიზიტი RWTH AACHEN - აახენის უნივერსიტეტში.