შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივა ყაზბეგის რეგიონში“

2017 წლის 14 დეკემბერს, 13 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივა ყაზბეგის რეგიონში“  საბოლოო შედეგების წარდგენა. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე გაიმართა აღნიშნული პროექტის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება.