„ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია
2017 წლის 29 ნოემბერს, 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე გაიმართა, პროექტის ფარგლებში გამოცემული, წიგნის „ქართული პალიმფსესტები (კატალოგი, ტექსტები, ალბომი)“ წარდგენა და გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პალიმფსესტების უნიკალური ნიმუშები. ქართული პალიმფსესტებისადმი ინტერესი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩნდება. მათი შესწავლის ისტორია ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი შანიძის სახელთან არის დაკავშირებული. პალიმფსესტების შესწავლის საქმეში თავისი წვლილი შეიტანა ხელნაწერთა ინსიტუტის დამაარსებელმა, ილია აბულაძემ.