შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

25 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე მიწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს გამოცემის ღირსებასა და პრაქტიკულ დანიშნულებაზე.

სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს გამოცემის მნიშვნელობასა და პრაქტიკულ ღირსებას.

ენციკლოპედიური ლექსიკონზე აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილთან ერთად, სარედაქციო ჯგუფი - გენერალ-მაიორები თენგიზ შუბლაძე და ვახტანგ კაპანაძე, ასევე სხვა ავტორები და შემდგენლები მუშაობდნენ.

„ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შექმნას საფუძვლად დაედო სსიპ შოთა რუსტაველის ერვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო პროექტი.

პროექტის მიზანი იყო საქართველოში, ქართულ ენაზე შეიქმნილიყო სამხედრო ცნებების სრულფასოვანი ბაზა  _ სრული, სისტემატიზებული და კლასიფიცირებული ნაშრომი რომელიც, ერთი მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნებოდა NATO-ს, მასში შემავალი სახელმწიფოების და სხვა სახელმწიფოების ერთიან ნორმატიულ მასალებთან და მათ განმარტებებთან, ხოლო, მეორე მხრივ, იგი აღადგენდა და თანამედროვე ეტაპისთვის განავრცობდა საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიულ და სამხედრო თეორიის უახლეს მონაცემებს. 

პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის მეცნიერების და სამხედრო სპეციალისტების მიერ მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. არსებული ტერმინების თარგმნის, გადამუშავების და დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ ჩამოყალიბდა ნაშრომი, რომლის მოცულობა შეადგენს 4200 ტერმინს.