შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კავკასიოლოგიის მიმართულების პროექტების პრეზენტაცია პარლამენტში

21 თებერვალს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში წარსდგა მოხსენებით ფონდის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების გაძლიერების და მხარდაჭერის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შესახებ. მან ისაუბრა მიზნობრივი პროექტების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობის კონკურსების მნიშვნელობაზე მიმდინარე ჰიბრიდული, ინფორმაციული ომის პირობებში. კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე.
2021 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები - „ქართული სულიერი და მატერიალური კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში-მონაცემთა ბაზა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე“ და „კავკასიის ავტოქტონი მოსახლეობა“ წარადგინეს პროფესორებმა - ცირა ბარამიძემ და ნუგზარ ანთელავამ. სხდომის მონაწილე პარლამენტის წევრებმა, მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრებები კავკასიის ხალხებთან კავშირების შენარჩუნებისა და ზოგადი კავკასიური პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე.