„ხეხილოვანი კულტურების გენოფონდის დაცვის თანამედროვე ღონისძიებები“
2017 წლის 4 მაისს, აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "საქართველოს ხეხილის გაქრობის პირას მყოფი ავტოქტონური გენეტიკური რესურსების მოძიება, შესწავლა და შეფასები-ს" შემაჯამებელი კონფერენცია, სახელწოდებით „ხეხილოვანი კულტურების გენოფონდის დაცვის თანამედროვე ღონისძიებები“. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ზვიად ბობოქაშვილი.