ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება “აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ.
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის ივნისში.
აღნიშნული კონკურსის მიზნებია: სახელმწიფოს წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სირთულეების გადაჭრა სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების გზით; აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა; ახალი ცოდნის, მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიება; პრობლემის მოგვარების ახალი მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი საერთაშორისო სივრცეში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.