შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„კიბერ უსაფრთხოება და დისტანციური მუშაობა"

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა მოსწავლეებისთვის, სხვადასხვა ასაკის დაინტესებული პირებისთვის ჩაატარა ინტერაქტიული ონლაინ ლექცია „კიბერ უსაფრთხოება და დისტანციური მუშაობა". პრეზენტაციისას ფონდის გრანტიორმა ისაუბრა კიბერ უსაფრთხოების პრობლემებზე, ბოლოხანს გახშირებულ ჰაკერულ თავდასხმებზე, კიბერუსაფრთხოების პრინციპებსა და ძირითად მიმართულებებზე, დამაზიანებელ პროგრამებზე, ვირუსებზე და მათი პრევენციის, თავიდან აცილების გზებზე, უპასუხა მრავალრიცხოვან კითხვებს. შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციები მიაწოდა. ღონისძიების მიზანია ახალი კორონავირუსის - COVID 19-ის ეპიდემიის შედეგად, საზოგადოების ყველა ჯგუფის დისტანციური საქმიანობის რეჟიმზე გადასვლის პირობებში ახალი საფრთხეების განჭვრეტა და კიბერ უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება.