ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (Icho-48) შედეგები
2016 წლის 31 ივლისს შოთა რუსთაველის აკადემიურ თეატრში საზეიმოდ დაიხურა ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადა.
ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის სხვა წევრები.
ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს შორის ჯილდოები გადანაწილდა შემდეგნაირად: 30 ოქროს მედალი, 56 ვერცხლის მედალი, 84 ბრინჯაო და 9 საპატიო სიგელი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს მესამედ იღებს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას და პირველი ბრინჯაოს მედალი სწორედ წელს მოიპოვა ვ.კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ საბა თავდგირიძემ.