ქიმიური აბსტრაქტების სერვისების სემინარი
24 აპრილს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტისა და ფონდის მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს CAS და SciFinder-ის აპლიკაციების მნიშვნელობა ქართველი მეცნიერებისათვის.
ამერიკული ქიმიური საზოგადოების (American Chemical Society) განყოფილება - ქიმიური აბსტრაქტების სერვისი CAS (www.cas.org) გახლავთ ქიმიისა და მასთან დაკავშირებული თემატიკის შესახებ მსოფლიოში წამყვანი ავტორიტეტი. CAS უკვე 100 წელიწადზე მეტია აგროვებს და აანალიზებს მსოფლიოში კვლევით მიღწევებს და ხელს უწყობს სამეცნიერო აღმოჩენების წარმატებას. CAS სერვისები, როგორებიცაა SciFinder, PatentPak, MethodsNow, მიზნობრივად პასუხობს მეცნიერების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების ყოველდღიურ კითხვებს.
ზუსტ ინფორმაციასთან დროული ხელმისაწვდომობა წარმატებული და ეფექტური ინოვაციის საფუძველია. CAS-თან პარტნიორობა ხელს უწყობს ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტრატეგიულად მართონ მიღებული ინფორმაცია.